სოფლის მეურნეობის სააგენტოს გენეტიკური ლაბორატორია

12:25, 14.07.2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ამერიკის ელჩთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შექმნილი გენეტიკური ლაბორატორია მოინახულა.

სტუმრებმა გენეტიკურ ლაბორატორიაში არსებული აპარატურა დაათვალიერეს და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის შესაძლებლობებს გაეცნენ.

ოთარ შამუგიამ ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის როლი განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა დიაგნოსტიკის მიმართულებით. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანადგომისთვის.

 

მსგავსი