ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის წინააღმდეგ ამავე კომიტეტის წამყვანი სპეციალისტის ელგა ფოლადიშვილის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ ფოლადიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ელგა ფოლადიშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
სოფიო კილაძის წარმომადგენელმა, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა, მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ელგა ფოლადაშვილი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს ადამიანის უფლებების დარღვევას და პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციას ედავება.