ადვოკატთა ნაწილის მოთხოვნა

ადვოკატები ლაშა ჯანიბეგაშვილი და მარიამ ჭყონია ადვოკატთა ასოციაციის გაუქმებას ითხოვენ. მათი განმარტებით, სადავოა პარლამენტის მიერ 2005 წელს მიღებული კანონი, რომლითაც ადვოკატები იძულებული არიან ერთადერთ ასოციაციაში გაწევრიანდნენ. მთავარი მოთხოვნა ადვოკატების ასოციაციის ახალი, ევროპული მოდელის შექმნაა. იურისტებს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ შეტანილი და დავა უკვე სამი წელია მიმდინარეობს. დაიშლება თუ არა 6 000-კაციანი ასოციაცია, გადამწყვეტ პროცესზე, 17 ივნისს გაირკვევა.