მკლავჭიდის ფედერაციის სარჩელი

მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია კულტურის სამინისტროს მსოფლიო ჩემპიონატის გაუქმების გამო, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის მიერ დაკისრებულ 900 000 დოლარის ჯარიმის გადახდას სთხოვს და სასამართლოში უჩივის. ჩემპიონატი მკლავჭიდში წინა წელს უნდა ჩატარებულიყო, რომელიც ქართული მხარის მიერ გაუქმდა. ფედერაცია კულტურის სამინისტროს ადანაშაულებს. მათი თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო ჯაჭვლიანმა არ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა, რითაც განპირობებული იყო სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ დისკვალიფიცირებულია ყველა ქართველი მკლავჭიდელი, სამინისტრო კი უარს ამბობს, როგორც ფედერაციის დაფინანსებაზე, ასევე ჯარიმის გადახდაზე. გარდა ამისა, ჯაჭვლიანის განცხადებით, მან მიიღო შეთავაზება რუსეთის მკლავჭიდთა ფედერაციისგან, რომლებიც უკრაინის გამო დისკვალიფიცირებულები არიან, საქართველოს ნაკრების ბელორუსთან ერთად მკლავჭიდის ტურნირში მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც სევასტოპოლში გაიმართება. აღნიშნულს საქართველოს ფედერაცია არ დათანხმდა.