მაკო გომურის სარჩელი

20 ივნისის აქციის დაშლისას დაზარალებულმა მაკო გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. იგი სამინისტროსგან ჯანმრთელობისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო, სარჩოს დაკისრებას ითხოვს. მის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.