საქართველომ რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო

საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სტრასბურგში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეთა საჩივრები არ მიიღო. „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, – ამ სახელწოდებებით ორივე სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა. ავტორები, რომელთა უფლებებს რუსული საადვოკატო ფირმები იცავდნენ, საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში სდებდნენ ბრალს, მათ შორისაა სიცოცხლის ხელყოფა და წამების აკრძალვა. მთავარი არგუმენტი, რომ ცხინვალს რუსეთი ბომბავდა და მაშინ ქართული შეიარაღებული ძალები ადგილზე კონტროლს ვერ ახორციელებდნენ, სასამართლომ სრულად გაიზიარა. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ქართულ მხარეს ასეულობით მტკიცებულება ჰქონდა გაგზავნილი.

სტრასბურგის 21 იანვრის ისტორიული გადაწყვეტილების კონტექსტში ეს ფაქტი თბილისში დეოკუპაციის გზაზე კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად განიხილება.