საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაიწყო პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის სარჩელის არსებითი განხილვა. მოსარჩელე სადავოდ ხდის ნორმებს, რომელიც ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესს და მის თანმდევ შედეგებს.

სადავოდ არის ასევე მიჩნეული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნა. ამ ცვლილების საფუძველზე, პირველი მარტიდან გაუქმებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და თანამდებობიდან გათავისუფლებულია თავად ინსპექტორი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 25-ე მუხლთან, რომელიც საჯარო თანამდებობის განხორციელების პირობებს არეგულირებს.

დატოვე კომენტარი