ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ

ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ცნობებს იურიდიული ფირმა „ბიელბი“ ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლემ არ გაიზიარა კომპანიის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი მინისერიალში ლაზიერის გამბიტი“, კულმინაციურ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ გაჟღერებულ მცდარ ცნობებს ეხება. ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსისგან“ 5 მილიონი დოლარის გადახდას და შეცდომის გასწრებას ითხოვს.