გურჯაანის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან ათას მეტრზე მდებარეობს სოფელი, სადაც საცხოვრებელი სახლების 90% დაკეტილია. ეს სოფელი ჭერემია, რომელიც ისტორიული წყაროების მიხედვით მეფე ვახტანგ გორგასალმა მეხუთე საუკუნეში დააარსა. ისტორიული სოფლიდან მოსახლეობის მიგრაცია წლების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. დიდთოვლობისა და უხვი ნალექის დროს წელიწადში რამდენჯერმე სოფელი გარე სამყაროს წყდება. დასახლებაში არ არის მაღაზია და აფთიაქი, ადგილობრივებს სურსათის შესაძენად 18 კილომეტრით დაშორებულ უახლოეს სოფელში უწევთ ჩასვლა. ამ დრომდე მოუგვარებელია მდინარე ჭერმისხევზე გადასასვლელის გაკეთების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის საკითხი. როგორია ცხოვრება მაღალმთიან დასახლებაში და 7-კომლიანი სოფლისთვის რატომ არის გადარჩენის ერთადერთი იმედი სკოლა.
ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი.