საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია გურჯაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში არსებული პრობლემის შესახებ მოგიყვებით.

შვიდივე სოფელში საბავშო ბაღების შენობები იმდენად ამორტიზებულია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხი მათგანის დემონტაჟის და სამის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო. გასული წლის სექტემბრიდან ყველა ამ სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლა შეწყვეტილია. აღსაზრდელების ნაწილი მეზობელი სოფლების ბაღებში გადანაწილდა, იქ კი სადაც ალტერნატიული ფართის მოძიება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ბავშვების ნაწილი ბაღის გარეშე დარჩა.

როდიდან შეიძლება დაუბრუნდნენ პატარები საკუთარ საბავშვო ბაღებს, ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი არკვევდნენ.