კახეთში სტიქიას ებრძვიან

სტიქიას ებრძვიან კახეთში.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა წაიღო. შედეგად, სოფელი ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება და ზარალის დათვლა კალაპოტში წყლის დონის დაკლების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

რაც ეხება ვაზიანი-გომბორი-თელავის გზას, ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა გუშინდელი ღვარცოფის შემდეგ, ადგილზე კვლავ მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

პრევენციის მიზნით, ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.