სოფელ ბაკურციხეში სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა

სტიქია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

სეტყვამ სამი სოფლის – ბაკურციხის, კარდანახისა და სოფელ გურჯაანის მცხოვრებლების საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

ერთწლიან კულტურებთან ერთად, ზარალი ხეხილს და ვენახსაც მიადგა. ძლიერმა წვიმამ ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ქვაღორღი ჩაიტანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსავლის დიდი ნაწილი ალაზნის დაბლობზე მოჰყავთ და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოქმედების შედეგად მოსავალი დასეტყვას გადაურჩა.

ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ საუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებს ხვალ დაასრულებს.