მედიატური კახეთში - საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჟურნალისტები ჩამოვიდნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. მათთვის კახეთში მედიატური მოეწყო. უცხოელმა ჟურნალისტმა მარნები და ღვინის ქარხნები დაათვალიერეს. მათ შორის კახური ტრადიციული მეღვინეობის ქარხანა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

უცხოელი ჟურნალისტებისთვის ღვინის და ტრადიციული კერძების დეგუსტაციაც გაიმართა. პრესტურის ფარგლებში, ევროპელ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა.

გიორგი ჩოგოვაძემ მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.