ფერმაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 35 წლის პირი გარდაიცვალა

12:05, 18.02.2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მახლობლად ფერმაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 35 წლის პირი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სამართალდამცავებმა დამნაშავე სოფელ კაზლარში, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია თოფი.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი