უბედური შემთხვევა გურჯაანში

კახეთში, ჭაში ჩავარდნის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, თამაზ ქუმსიაშვილი გზის პირას არსებულ ჭაში, სოფლის წყლის სხვა უბანზე გადართვის მიზნით ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო. დასახმარებლად ჭაში მისი შვილიც ჩავიდა, თუმცა     სიღრმიდან ამოსვლა მანაც ვეღარ მოახერხა. ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს, მაგრამ უჟანგბადობის გამო 62 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი 40 წლის შვილი კი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.