წლებია მოსახლეობა უგზოობას უჩივის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის სამარღიოსა და საშენგელიოს უბანში. მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე დახმარება სთხოვეს არასამთავრობო ორგანიზაციასაც, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.