საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართა. გამარჯვებულები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გურამ გასიტაშვილი გახდა. ზვიად ოდიშაშვილის გამარჯვებით დასრულდა 70 კგ წონითი კატეგორია. ფალავნობის გამარჯვებულები ასევე გახდნენ გიორგი კაციაშვილი (80 კგ), გიორგი მელაძე (90 კგ) და გიორგი ქავთარაძე (90 კგ). მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში ქავთარაძემ გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა. ტურნირის მონაწილეებმა და ჩასულმა სტუმრებმა გვირგვინით შეამკეს შინდისის გმირთა მემორიალი. ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ 26 მაისს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების პატივსაცემად.