„შინდისი“ ვარშავის კინოფესტივალზე

დიმიტრი ცინცაძის ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია. ფილმის ევროპული პრემიერა ვარშავაში 11 ოქტომბერს გაიმართება.

„შინდისი“ საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სექციაში, „აღმოჩენები“ აჩვენებენ კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის – ლევან აკინის ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“.