საკრებულოს პროექტი – „კინო ყველგან“ 

12:30, 11.08.2022

თბილისის საკრებულოს პროექტის, „კინო ყველგან“ ფარგლებში მორიგი ჩვენება გაიმართა.

კინოჩვენება ამჯერად ვარკეთილის რაიონში, ზემო პლატოს ტერიტორიაზე მდებარე ხევის პარკში შედგა. ღია სივრცეში შეკრებილი მაყურებლისათვის 8 აგვისტოს ომის თემატიკასთან დაკავშირებით, რეჟისორ დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმის, „შინდისის“ ჩვენება მოეწყო. პროექტი „კინო ყველგან“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივაა.

მსგავსი