შეხვედრა მოსახლეობასთან

საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ შინდისის, წავკისისა და ოქროყანის მოსახლეობას შეხვდა. ზურაბ აბაშიძე ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობის კუთხით, მათი პოზიციები მოისმინა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში, რისთვისაც აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.