ოსკარის კანდიდატი ქართული ფილმი

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი შერჩეულია.

დიტო ცინცაძის „შინდისი“ ამერიკის კინო-აკადემიის უცხოური სრულმეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენაზე გადაღებული ფილმი, ფარული კენჭისყრის შედეგად სპეციალურმა კომისიამ აირჩია. „შინდისმა“ კომისიის 12 წევრიდან, 10 ხმა მიიღო და 4 კონკურენტ ფილმს აჯობა. ფილმი სოფელ შინდისთან 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის გმირობაზე გვიამბობს.

დიტო ცინცაძის ნამუშევრის  ოფიციალური პრემიერა შემოდგომაზე შედგება.

დატოვე კომენტარი