ქართული ფილმი „ოსკარზე“

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი „შინდისი“ იქნება.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად, წელს  ხუთი ქართული ფილმი იყო წარდგენილი: ნინო ჟვანიას „აღლუმი“, მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“, დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“, დიმიტრი ცინცაძის „შინდისი“.

გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღო. გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, „ოსკარის“ კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.