დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“ გადაეცა. ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომზეა, როდესაც 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი. ფილმი მათ რეალურ ისტორიას ასახავს.

აღსანიშნავია, რომ ფილმი საქართველოს კინოცენტრმა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონიაზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად შეარჩია.