სოფელ სერგიეთში საბავშვო საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

რეგიონული საბავშვო საფეხბურთო აკადემია გაიხსნა მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში.

პირველ ეტაპზე აკადემია 80 მოზარდის მიღებას შეძლებს. ვარჯიშისთვის ყველაფერი მზად არის. გაკეთდა ხელოვნურსაფრიანი სტადიონი, დამონტაჟდა შესაბამისი განათება.

აკადემიის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს სრულად არის მორგებული. გახსნის ცერემონიას კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სხვადასხვა თაობის სპორტსმენები ესწრებოდნენ.

დღესვე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს აკადემიასა და თბილისის დინამოს შორის.