წაჩხურობა მარტვილში

წაჩხურობის სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს მარტვილის ეპარქიის წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში. უშვილო წყვილებისთვის პარაკლისს იხდიან მონასტრის მამები. წაჩხურუს ტაძარს მოსკე წაჩხურუს ეძახიან, რაც მეძევეს ნიშნავს. ტაძარში ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით ადამიანია ჩასული. წყვილებს ტაძარში პატარა,  მორთული აკვნები მიაქვთ.

მოამბე

დატოვე კომენტარი