ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის და დაპირისპირების ფონზე  

ბათუმი, ზუგდიდი, მარტვილი – სამივე ქალაქში დღეს ხმაური და იდენტური სურათი იყო.

საკრებულოებში 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის, აქციების და მწვავე დაპირისპირების ფონზე დამტკიცდა. საკრებულოს რომელ შემადგენლობას უნდა განეხილა და დაემტკიცებინა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, – 2017 წლის თუ ახალი მოწვევის შემადგენლობას, – სწორედ ეს გახდა პოლიტიკური უთანხმოების და პროტესტის მიზეზი. ბოლო არჩევნების შემდეგ სამივე საკრებულოში მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა ბათუმი, სადაც სხდომის ჩასაშლელად გაურკვეველი შემადგენლობის ხსნარიც კი გამოიყენეს.