მძიმედ დაშავდა ტურისტი სოფელ ომალოში. 33 წლის ქალი ცხენიდან გადმოვარდა და თავის ქალის დაზიანება მიიღო. მაია გულეური საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ის უკვე წლებია გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობს. თუშეთში კი სამოგზაუროდ ჩამოვიდა.
შემთხვევა დილით მოხდა. ტურისტი ჯირითის დროს გადმოვარდა და გონება დაკარგა.
დაშავებული თელავის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.