სოფელ ღვანკითში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაგეგმილი სამუშაოები სათავე ნაგებობის, სამარაგო რეზერვუარის და შიდა ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, 250-მა ოჯახმა 24-საათიანი წყალმომარაგებით უნდა ისარგებლოს.
სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს სცდება.