სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, ე.წ. გამშვებ პუნქტებზე კი მხოლოდ პოლიცია დარჩება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ეკონომიკის გახსნის ეტაპების დაჩქარებასა და შეზღუდვების გაუქმების კუთხით გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან არსებულ სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. საბჭომ პოსტებიდან ამ ეტაპზე თავდაცვის ძალების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. განიხილეს ასევე ეკონომიკის გახსნისა და ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობა.