ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები წელს დასრულდება

ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები წელს დასრულდება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარს სცდება.

სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს და ითვალისწინებს მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდას, ფორმირებას და ბეტონის არხში მოქცევას.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ვაკის რაიონის გამგეობა გაეცნო.