შიდა გზების რეაბილიტაცია სოფლებში

15:45, 07.02.2018

სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, 4 კმ-მდე მონაკვეთი კეთდება ბაღდათისა და ვანის სოფლების დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.

სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა. რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება.

 

მსგავსი