სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, 4 კმ-მდე მონაკვეთი კეთდება ბაღდათისა და ვანის სოფლების დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.
სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა. რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება.