წალკაში საავტომობილო გზის ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

წალკაში საავტომობილო გზის ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუშაობა ახალ მონაკვეთზე დაიწყო.

შესრულებული და მიმდინარე სამუშაო მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა დაათვალიერა.

წალკაში საგზაო და წყალმომარაგების პროექტები ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.