ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტი

საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 250 მილიონი ევროს ოდენობის სესხს მიიღებს.

თანხა ქვეყანაში სატრანსპორტო ინსფრასტრუქტურის განახლებას მოხმარდება. შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მოეწერა. ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მიღებული სესხით იგეგმება რუსთავი-სადახლო და რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობა. საერთო ჯამში ეს არის პროექტი, რომელიც დააკავშირებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს და წითელი ხიდიდან სარფამდე ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება. გადაწყვეტილებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაგისტრალები, საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო ხერხემლის მნიშვნელოვან მონაკვეთებს წარმოადგენს.

ევროპის საინვესტიციო ბანკისგან სესხის სახით მიღებული თანხა ქვეყანამ 30 წელიწადში უნდა დააბრუნოს. როგორც საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის საკმაოდ ხელსაყრელი პირობები და ევროპის საინვესტიციო ბანკი მომავალშიც განაგრძობს საქართველოში მნიშვნელოვანი  პროექტების განხორციელების მხარდაჭერას.