სოფელ ღვანკითში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ღვანკითში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაგეგმილი სამუშაოები სათავე ნაგებობის, სამარაგო რეზერვუარის და შიდა ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, 250-მა ოჯახმა 24-საათიანი წყალმომარაგებით უნდა ისარგებლოს.

სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ  ლარს სცდება.