დღეიდან სოციალურმა მუშაკებმა ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა დაიწყეს. მათ 22-პუნქტიანი მოთხოვნა აქვთ, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთხელ გააჟღერეს. ისინი მძიმე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კადრების დამატებას და ბენეფიციარებისთვის ეფექტიან და მყისიერი მომსახურების შექმნას ითხოვენ.