„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომელთა გაფიცვა

„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. გაფიცვის მეთოთხმეტე დღეს კომპანიაში დასაქმებულთა მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ხელფასების 30%-იან მატებასთან ერთად, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და საწარმოს ტექნიკურად გამართვას ითხოვენ. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება პროფკავშირი „ლაბორის“ თავმჯდომარე. გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ თუ პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩაერთვებიან, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და გზას გადაკეტავენ. „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულ თანამშრომლებს კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლებიც შეუერთდნენ.