ქართველი მძღოლების პრობლემები

კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით, გერმანიაში 200-მდე ქართველი მძღოლი გაიფიცა. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, საკითხის მოგვარების მიზნით, პროცესში საქართველოს მხარესთან ერთად ჩართულია პოლონეთისა და გერმანიის პროფკავშირები. გაფიცული მძღოლების სოლიდარობის ნიშნად, სატვირთოს მძღოლები გაიფიცნენ იტალიაშიც. პროფესიული კავშირების გაერთიანებას დახმარების თხოვნით მიმართეს გერმანიაში დასაქმებულმა სტუდენტებმაც. პროფკავშირების ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც დარღვეული იყო შრომითი პირობები და 16 სტუდენტს მძიმე სამუშაო და საცხოვრებელ პირობებში უწევდათ ყოფნა, რაც შეთანხმებაში არ იყო ჩადებული.