„ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ დღეს სოციალურად დაუცველი პირებისთვის დახმარების შეჩერების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ოჯახებს, შემოწმების მიზნით, სოციალურ დახმარებას უჩერებენ, გადამოწმების პერიოდი კი სამ თვემდე მერყეობს. ის მოითხოვს, რომ ამ დროის განმავლობაში ოჯახებმა დახმარების მიღება შეძლონ. თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს, აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს.
ბრიფინგს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გამოეხმაურა. გიორგი წოწკოლაურმა გადამოწმების პროცესის სპეციფიკა განმარტა და აღნიშნა, რომ გადამოწმების პერიოდი ერთიდან ორ თვემდე მერყეობს.