მთავრობა სოციალური სისტემის ახალ მოდელზე მუშაობს

მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა სოციალურ მიმართულებას უკავშირდება.

დასაქმება სოციალური დახმარების ნაცვლად, – ასეთი იქნება სახელმწიფოს ახალი სოციალური პოლიტიკა. პრემიერის განცხადებით, დღეს ქვეყანაში სოციალური დახმარების მიმღები 600 ათასი მოქალაქე, აქედან მესამედი ანუ 200 ათასზე მეტი კი შრომისუნარიანია. სამუშაო ადგილებს სახელმწიფო სწორედ ამ მოქალაქეებს შესთავაზებს. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ადამიანებმა სოციალური დახმარება ხელფასის სახით უნდა მიიღონ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ასევე უნდა შეძლონ დამატებითი სამუშაოს მოძიებაც. ცვლილებების მიზანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის გაჩენაა. უკვე ცნობილია, რომ ჯგუფს, რომელმაც ახალი სოციალური პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, ვიცე პრემიერი, ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

 

დატოვე კომენტარი