საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა, მათ შეფასებაზე გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება. კერძოდ, ქვეყანაში Сovid-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებასა და ხელახალ შეფასებაზე მორატორიუმია გამოცხადებული. ამ ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას, ეტაპობრივად, ახალი ბენეფიციარები ემატებიან.