შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ისანში საკრებულოს კანდიდატი, თეონა ჭალიძე წარადგინეს და მოსახლეობას შეხვდნენ. მათ მხარდამჭერებს საკუთარი გეგმები გააცნეს. პარტიის კანდიდატის, თეონა ჭალიძის განცხადებით, ისნის მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს, რის გამოსწორებას, არჩევის შემთხვევაში, საკრებულოდან შეეცდება.