შეხვედრა რესტორატორებთან

სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით საგადასახადო შეღავათის დაწესება, ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესსუბიექტებისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება,  ასევე მოქალაქეთათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება, – ამ საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელები,  ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიზნესისათვის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, შეხვედრის მონაწილეები სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.