მთავრობა ახალ ინიციატივაზე იწყებს მუშაობას

მთავრობა ახალ ინიციატივაზე იწყებს მუშაობას – პროგრამა ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილებს შესთავაზებს. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, გადასახადები გაიზრდება, რეკლამა აიკრძალება და ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე აიწევს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველო ჯო ბაიდენის ინიციატივით დაგეგმილ დემოკრატიის სამიტში მიიწვიეს.

პრემიერის გზავნილებს ანა ბროლაძე გაგვაცნობს.