სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ნინო სურგულაძის ფონდ „ნატვრის ხის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 240 სოციალურად დაუცველ ოჯახს ფულადი ვაუჩერები, „სიკეთის ბარათი“ გადაეცემა. აქციის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია და ნინო სურგულაძე სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და ფულადი ვაუჩერი პირადად გადასცეს. ვაუჩერს მიიღებს ოჯახი, რომელსაც 65 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს და ჰყავს ერთი 16 წლამდე ასაკის შშმ პირი. „სიკეთის ბარათით“ სოციალურად დაუცველი ოჯახები მედიკამენტების, საკვები დანამატების და სხვა შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას შეძლებენ. ვაუჩერების განაღდება მათ კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში შეეძლებათ.