ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას განაგრძობს. ტვირთი სპორტის სასახლის შენობაში დასაწყობდა. აქციის ფარგლებში, მედიკამენტები, არამალფუჭებადი პროდუქტები, ტკბილეული, თბილი ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები შეგროვდა. პროცესში საჯარო მოხელეებთან ერთად, კერძო სექტორი, მოქალაქეები და საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან ჩართულები. აქციისთვის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა, ასევე გაიხსნა ანგარიში, რომლის საშუალებითაც, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს თავადაც გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.