საქველმოქმედო გალა-კონცერტი

მსოფლიო ვარსკვლავები ოპერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, 20 თებერვალს დაგეგმილი კონცერტის გენერალურ რეპეტიციას გადიან. ხვალ, 21: 30 საათზე რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო საღამო „მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის“.

გალა-კონცერტზე შესრულდება საოპერო და საესტრადო შედევრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს საგალობლები. ნინო სურგულაძის ფონდ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო კონცერტი ილია მეორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება და ღონისძიებიდან შემოსული თანხა თურქ და სირიელ ბავშვებს მოხმარდებათ.