საქველმოქმედო აქცია -„კიდევ ერთი ახალი სიცოცხლისთვის“

უშვილო წყვილების დახმარების ფონდმა „შენთვის“ მე-500 სიცოცხლის დაბადება აღნიშნა. საქველმოქმედო გალა ვახშამი სახელწოდებით – „კიდევ ერთი ახალი სიცოცხლისთვის“ გუშინ გაიმართა, შემოსული თანხა კი უშვილო წყვილებისთვის სამედიცინო სერვისების და მედიკამენტების დაფინანსებას მოხმარდება. ფონდის დახმარებით, თბილისსა და რეგიონებში ათასობით უშვილო წყვილს უფასო კვლევა და კონსულტაცია ჩაუტარდა, დაფინანსდა 1200 ოჯახი და დაიბადა 500 ბავშვი. ფონდის მიზანი, სახსრების არმქონე ოჯახებისთვის საჭირო რეპროდუქციული მომსახურების დაფინანსებაა.