თბილისს მაესტრო ჯუზეპე საბატინი ეწვია. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მაესტრომ დღეს ნინო სურგულაძესთან ერთად რეპეტიცია გამართა. ის თბილისში 27 სექტემბერს ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებლის, ნინო სურგულაძისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორებს. ღონისძიება საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელს მიეძღვნება.
საქველმოქმედო კონცერტიდან შესული თანხა ქართველ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და უკრაინელი ოჯახების დასახმარებლად გადაირიცხება.