„ჩვენ უკრაინისთვის“ - საქველმოქმედო აქცია-მარათონი

„ჩვენ უკრაინისთვის“ – რამდენიმე წუთში საქართველოს პირველი არხის ეთერში უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო აქცია-მარათონი იწყება.

ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მარათონმა სტარტი პოლონეთის დედაქალაქიდან აიღო, დღეს ის თბილისსა და პრაღაში იმართება, საქველმოქმედო აქციები ასევე დაგეგმილია ევროპის სხვადასხვა ქალაქში. მარათონში ცნობილი მუსიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. შეგროვებული თანხა კი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულებს გადაერიცხებათ. თანხის ჩარიცხვა როგორც სატელეფონო „ესემესის“, ასევე საბანკო ანგარიშების გამოყენებითაა შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი